Tag Archives: შეკავშირებული

ტირგსტირუპის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტირგსტირუპის სინდრომი – ინტრაჰეპატური მორეციდივე კეთილთვისებიანი ქოლესტაზი. მემკვიდრეობითი ფიზიკო – ქიმიური დეფექტი, რაც მდგომარეობს ღვიძლის უჯრედებიდან და მცირე სანაღვლე სადინრებიდან შეკავშირებული ბილირუბინის გამოყოფის დარღვევაში, შესაძლოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ხასიათი. ნიშნები: მოინტერნირე სიყვითლე მაღალი ბილირუბინემიით. სისხლში მომატებულია პირდაპირი ბილირუბინი, ჰეპატომეგალია, კანის  ქავილი. ზოგჯერ პირველად ვლინდება ორსულობის დროს.

Read More

სისხლის აირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის აირები – 1.  აირები, რომლებიც ცხოველებისა და ადამიანის სისხლში შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურად გახსნილ მდგომარეობაში, ისე ქიმიურად შეკავშირებული არამდგრადი ნაერთების სახით. არტერიული სისხლი შეიცავს 18 – 20 მოცულობით პროცენტ ჟანგბადს, 50 – 52% ნახირორჟანგს და 1% აზოტს. ვენურ სისხლში, პირიქით, ნაკლებია ჟანგბადი დ მეტია ნახშირორჟანგი. სისხლის

Read More