ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, Read More …

საშიში ქიმიური ნივთიერებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშიში ქიმიური ნივთიერებები – (საქართველოს კანონიდან საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და მიეკუთვნებიან ტოქსიკურობისა და საშიშროების შემდეგ კლასებს: ა) ფეთქებადი ნივთიერებები და Read More …

რეფლექტორული კონტრაქტურები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეფლექტორული კონტრაქტურები – (ქირურგ.) ვლინდება კიდურების ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. მათი განვითარება განპირობებულია ნერვების მგრძნობიარე ბოჭკოების ხანგრძლივი გაღიზიანებით. ამას მივყავართ კუნთების ტონუსის მუდმივ მატებამდე, კიდურების ფიქსირებულ მგომარეობამდე.  კონტრაქტურები ისტერიის ფონზე ხასიათდებიან იმით, რომ Read More …

პოსტჰეპატიტური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტჰეპატიტური სინდრომი – (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა Read More …

პალინოფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალინოფსია – მხედველობითი აღქმის დარღვევა, რომელიც ხასიათდება საგნის მხედველობითი წარმოდგენის განმეორებით ან შენარჩუნებით მისი მხედველობის ველიდან გაქრობის შემდეგაც. ნიშანია თავის ტვინის კეფის წილების დაზიანებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს Read More …

კიუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კიუსის სინდრომი – (G. Е. Kuss, ფრან. ქირურგი) ნაწლავის ქრონიკული ნაწილობრივი გაუვალობა, რომელიც განპირობებულია მცირე მენჯის მიდამოში შეხორცებების არსებობით, მაგ. ქრონიკული სალპიგნიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული Read More …

დიფსომანია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიფსომანია – ლოთობისადმი იმპულსური ლტოლვა; გაბმით სმა რამდენიმე დღის, ან რამდენიმე კვირის განმავლობაში. მთავრდება უეცრად, რის შემდეგაც შესაძლებელია ალკოჰოლისადმი ზიზღის განვითარება. აღინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმის გვიან სტადიებზე, ასევე ფსიქოპათიების, შიზოფრენიის, ფსიქოზებისა და სხვ. Read More …

ანგიომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიომები – (კანისა და ვენ. დაავ.) სისხლძარღვების კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები. შესაძლებელია ფორმირებულნი იყვნენ როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგაც. სიმპტომები. კლინიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება მოხუცებულობითი, ვარსკვლოვანი, ბრტყელი, კვანძოვანი, კავერნოზული ანგიომები, იშვიათად – სხვა Read More …