Tag Archives: შემთხვევით

ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია – აპარატული ხელოვნური სუნთქვა. გამოიყენება სუნთქვის დათრგუნვის ან გაჩერების დროს, რაც გამოწვეულია  უბედური შემთხვევით ან დაავადების შედეგად; გამოიყენება აგრეთვე ინჰალაციური ნარკოზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად აღნიშნური დაავადება ვითარდება ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს, აგრეთვე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რაც მოითხოვს

Read More

მცირე სასქესო ბაგეების სინექიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე სასქესო ბაგეების სინექიები – (გინეკ.) (მცირე სასქესო ბაგეების მიწებება), ან ბავშვებში მწებავი ვულვიტი. ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად. პერიოდულად ავადმყოფები უჩივიან შარდვის შენელებას, ხშირად მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს. მისი თვითნებურად განკურნება ხდება სქესობრივი მომწიფების დადგომისთანავე. უხეში შეხორცებითი პროცესის არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

Read More

ლიმფოგრანულომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური სისტემის პირველადი სიმსივნური დაავადება, რომელსაც თან სდევს ლიმფური კვანძების, იშვიათად ელენთისა და სხვა ორგანოების გადიდება. დაავადების სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად დაავადების პირველ ნიშნებს მიაკუთვნებენ ლიმფური კვანძების გადიდებას, განსაკუთრებით კისრის და ლავიწზედა მიდამოში, უპირატესად მარჯვნივ. ლიმფური კვანძები მკვრივია, მოძრავნი, ელასტიურები, არ არიან შეხორცებულნი კანთან,

Read More

ეოზინოფილური პნევმონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური პნევმონია – ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრატი (ლეფერის სინდრომი). დაავადება ხასიათდება ფილტვებში ინფილტრატების გაჩენით, რომელიც  რენტგენოგრამაზე ჩანს გარდამავალი ჩრდილების სახით, პარალელურად სისხლში ეოზინოფილების რიცხვის გაზრდით. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და ჩვეულებრივ მთავრდება ერთი თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევებში დაავადება ვითარდება ალვეოლებში ალერგიული რეაქციების შედეგად. მხოლოდ ზოგიერთ ავადმყოფში ვლინდება ალერგიული პროცესის

Read More

English English Georgian Georgian