Tag Archives: შემცირებულია

ტერნერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერნერის სინდრომი – საკვერცხეებისა და შიგნითა სასქესო ორგანოების მკვეთრი ჰიპოპლაზია ზოგჯერ კლიტორის ჰიპერტროფიით. ეს სინდრომი გვხვდება, როდესაც ინდივიდს აქვს ერთი სასქესო X ქრომოსომა. ამავე დროს, სომატური  უჯრედების უმეტესობაში ქრომოსომების საერთო რიცხვი შემცირებულია 45 – მდე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სუაირ – ჯეიმსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუაირ – ჯეიმსის სინდრომი – ფილტვების ცალმხრივი ემფიზემა, რომელიც ვითარდება განმეორებითი ბრონქიტებისა ან პნევმონიების შემდეგ. ნიშნები: ფილტვის ცალმხრივი ან ფილტვის ერთი წილის ემფიზემა სათანადო ფიზიკალური მოვლენებით. რენტგენოლოგიურად შესუნთქვის დროს გული განიცდის ცდომას ჯანმრთელ მხარეს, დაავადებულ მხარეს შემცირებულია დიაფრაგმის მოძრაობა. ბრონქოგრაფიით  –  პერიფერიული ბრონქების ავსების დეფექტი, ანგიოკარდიოგრაფიით  – 

Read More