ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი – დაბალი მოლეკულური წონის პოლიპეპტიდია, რომელიც თრგუნავს ტრანსკრიპციის პროცესს და ამიტომ მეიოზი არ შედგება. გონადოტროპული შენაერთები (გონადო­ტროპინები) ამ ეფექტს არ იძლევა, ხოლო სტეროიდები არეგულირებს ოოციტის ციტოპლაზმის მომწიფებას (რ.მ.მური, ჯ.მ.უარნესი, 1979). Read More …

მაღალენერგეტიკული ნაერთები (მაკროერგული შენაერთები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაღალენერგეტიკული ნაერთები (მაკროერგული შენაერთები) – ბუნებრივი ნივთიერებების ჯგუფი (ატფ, კფ), რომლებიც შეიცავენ ენერგიით მდიდარ კავშირებს; ამ ნივთიერებების ქიმიურ (ფერმენტულ) გარდაქმნას თან ახლავს დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყოფა, რომელსაც ორგანიზმი ხარჯავს თავისი ცხოველქმედების პროცესში. Read More …

ლეიკოტრიენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოტრიენები – შენაერთები, რომლებიც წარმოიქმნებიან არაქიდონის მჟავიდან ლიპოოქსიგენაზის (არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტები) მონაწილეობით, გამოიყოფიან ლეიკოციტებით, ღრუბლისებრი უჯრედებით და სხვ.; ლეიკოტრიენების დაკავშირება ნეიტროფილებთან აძლიერებს ნეიტროფილების აგრეგაციას, ახდენს ლიზოსომური ფერმენტების გამოყოფის ინდუცირებასა და სხვ.; ზოგიერთი Read More …