Tag Archives: შესრულება

სინდისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდისი – (ფსიქოლოგია) პიროვნების უნარი განახორციელოს ზნეობრივი თვითკონტროლი, მოახდინოს საკუთარი ზნეობრივი მოვალეობების დამოუკიდებელი ფორმირება, მოითხოვოს საკუთარი თავისაგან მათი შესრულება და განახორციელოს ჩადენილი ქმედებების თვითშეფასება; ეს არის პიროვნების ზნეობრივი თვითშეგნების ერთ – ერთი გამოხატულება. სინდისი ვლინდება, როგორც ჩადენილი ქმედებების ზნეობრივი მნიშვნელობის  რაციონალური გაცნობიერების ფორმით, ასევე ემოციური განცდების ფორმით.

Read More

რობოტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რობოტი – (ინტ.) robot  ანტროპომორფული სისტემა, რომელსაც ცვლადი გარემოს პირობებში მიზანმიმართული მოქმედების უნარი გააჩნია. ხელოვნური ინტელექტისა და ზუსტი მექანიკის სიმბიოზი. ინფორმაციას გარემომცველი ობიექტების, მათი თვისებებისა და ურთიერთქმედების შესახებ რობოტი იღებს მრავალფეროვანი გადამწოდებისაგან, ხელოვნური სმენის, ყნოსვისა და მხედველობის გადამწოდების ჩათვლით. ამ მონაცემების საფუძველზე მძლავრიკომპიუტერული „ინტელექტი“ ქმნის გარემოცვის მოდელს

Read More