Tag Archives: შეუქცევადი

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

პერიოსტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოსტოზი – (periostosis; პერიოსტი + – ოზი) ძვლისსაზრდელას შეუქცევადი ცვლილება ოსტეოდური ქსოვილის დაშრევებით ლულისებრი ძვლების დიაფიზების ქერქულ ნივთიერებაზე, რომელიც განიცდის გაკირვას; აღინიშნება ქრონიკული დაავადებების (მაგ. სასუნთქი და გულ – სისხლძარღვოვანი სისტემების), ზოგიერთი დისტროფიული პროცესების დროს ძვლებში, ასევე როგორც რეაქცია მომატებულ ფიზიკურ დატვირთვაზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More