Tag Archives: შეუცვლელი

ლიპოგრანულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოგრანულომა – ქრონიკული ანთებითი კერა, რომელიც ვითარდება სამკურნალო საშუალებების ზეთოვანი ხსნარების ინექციის ადგილზე, ცხიმოვანი ქსოვილის კვდომის ზონაში. კანქვეშა უჯრედისში წარმოიქმნება მკვრივი, ნაკლებმტკივნეული ინფილტრატი, რომელიც დაფარულია შეუცვლელი კანით. მის სიღრმეში ისინჯება წვრილი ცისტოზური ღრუები, რომელიც შეიცავენ ცხიმოვან მასას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ლეიცინი

ლეიცინი – (ბერძნ. leukos – თეთრი), ამინოიზოკაპრონმჟავა, მონოამინომონოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა, უფერო კრისტალებია, tდნ 293 – 295°C, ცუდად იხსნება ცივ წყალში, მოლ. მასა 131,18. ლეიცინი შედის ყველა მცენარეულ და ცხოველურ ცილაში. ერთ – ერთი შეუცვლელი ამინომჟავაა. საკვებ პროდუქტებში ლეიცინის ნაკლებობა აფერხებს ბავშვების ზრდას. მოზრდილ ადამიანს დღე – ღამეში სჭირდება 31 მგ/კგ, ახალშობილს – 425 – მგ/კგ.

Read More