ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე სურდო – შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა (გრიპი, წითელა, დიფტერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად შეიძლება იყოს მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, სიმშრალის შეგრძნება ცხვირ – ხახაში, ქავილი ცხვირში. ცხვირით სუნთქვა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა – (კანისა და ვენ. დაავ.) სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის, მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადება. უხშირესად ვლინდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. არც თუ იშვიათად წარმოადგენს სიმპტომატურ დაავადებას, როგორც გრიპის, რევმატიზმის, ანგინის, კუჭ – ნაწლავის დაავადებების გამოვლინებას. სიმპტომები. მტევნების ზურგზე, წინამხრებზე, ტერფებზე, სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუში, ტუჩებზე ჩნდება მოცისფრო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდემიური პაროტიტი, ყბაყურა – . ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევი – დნმ შემცველი ვირუსი, რომელიც პარაზიტობს სანერწყვე ჯირკვლების ეპითელიუმის უჯრედებში. ეპიდემიოლოგია. დაავადება გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით დაავადებულებისაგან, რომლებიც განსაკუთრებით გადამდებნი არიან ინკუბაციური პერიოდის დასაწყისიდან დაავადების მე – 9 დღის ჩათვლით. აღინიშნება დაავადების სეზონურობა (უპირატესად მარტი – აპრილი). ხშირად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური პნევმონია – ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრატი (ლეფერის სინდრომი). დაავადება ხასიათდება ფილტვებში ინფილტრატების გაჩენით, რომელიც რენტგენოგრამაზე ჩანს გარდამავალი ჩრდილების სახით, პარალელურად სისხლში ეოზინოფილების რიცხვის გაზრდით. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და ჩვეულებრივ მთავრდება ერთი თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევებში დაავადება ვითარდება ალვეოლებში ალერგიული რეაქციების შედეგად. მხოლოდ ზოგიერთ ავადმყოფში ვლინდება ალერგიული პროცესის