Tag Archives: შეშუპებებით

ტრიკუსპიდალური სტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური სტენოზი – გულის მანკი: მარჯვენა წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროება, აღინიშნება უმთავრესად რევმატიზმის დროს, იშვიათად ინფექციური რევმოკარდიტის დროს ან თანდაყოლილია. როგორც წესი შერწყმულია მიტრალურ და აორტალურ სარქვლების მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვით, ღვიძლის გადიდებით, შეშუპებებით, მარჯვენა წინაგულის გადიდების ნიშნებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება!

Read More

სიმაღლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმაღლის დაავადება – ვითარდება დიდ სიმაღლეებზე ასვლისას (4000 მ – ზე ზევით; ჟანგბადით სუნთქვისას – 12 000 მ – ზე). განპირობებულია შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისწასვლით, გულისრევით, ტკივილით ყურებში, ფილტვებისა და ტვინის შეშუპებებით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More