Tag Archives: შეჩერება

ფოსფატ – დიაბეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოსფატ – დიაბეტი – (სინ.: ჰიპოფოსფატემიური ვიტამინ – D – რეზისტენტული რაქიტი, ჰიპოფოსფატემიური ოჯახური რაქიტი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია თირკმლის მილაკებში ფოსფორის რეაბსორბციის მოშლით და ხასიათდება ძვლოვანი სისტემის რაქიტისმაგვარი ცვლილებებით. დაავადების პირველი სიმპტომები ვლინდება 1 – 2 წლის ასაკში; აღინიშნება ზრდის შეჩერება, ჩონჩხის დეფორმაცია, კუნთოვანი ჰიპოტონია. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More