ჰოლმსის ტრემორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის ტრემორი – დაბალსიხშირიანი ტრემორი, რომელიც ვლინდება მშვიდ მდგომარეობაში, მაგრამ მნიშვნელოვანდ ძლიერდება მოძრაობის დროს და პიკს აღწევს მიზნის მიღწევისას. აღინიშნება შუამდებარე ტვინის, იშვიათად – თალამუსის დაზიანების დროს. გაფრთხილება!  

ჰიპოთალამუსი

ჰიპოთალამუსი – 1. შუა ტვინის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები; მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აგერთვე ძილის, სიფხიზლის, ემოციების მექანიზმებს. 2.  შუამდებარე ტვინის ნაწილი; Read More …

შუამდებარე შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე შრე – / წვეტიანი  უჯრედების / (stratum intermedium spinosum) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის ბაზალურ შრეზე მდებარე პოლიგონურ უჯრედთა შრე (წვეტიანი ეპიდერმოციტი  –  epidermocytus spinosus). უჯრედებს აქვთ პლაზმოლემის გამონაზარდები ეკლების სახით, რომლებზეც დესმოსომებია. Read More …

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური Read More …

შუამდებარე ადენოჰიპოფიზის შუა წილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ადენოჰიპოფიზის შუა წილი – (pars intermedia)   მრავალშრიანი ეპითელიუმის ვიწრო ზოლი. ადენოციტები გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც უჯრედებს შორის გროვდება კოლოიდური მასის მსგავსად. შუა წილი შეიცავს მელანოციტომასტიმულირებელ ჰორმონს და ლიპოტროპინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. Read More …