ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული მეთოდები
კონტრაცეფციის ჰორმონული მეთოდებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. მათ შემადგენლობაში შედის ისეთივე ჰორმონები, რომლებიც ქალის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება. კონტრაცეპტივებში შემავალი ჰორმონები აფერხებენ ოვულაციას, კერძოდ – კვერცხუჯრედის მომწიფებას და საკვერცხიდან მის გამოსვლას, რის გამოც ორსულობა აღარ ვითარდება. მიუხედავად აბების მრავალფეროვნებისა, ძირითადად არჩევენ 2 სახეობას: სუფთა პროგესტინული აბები – შეიცავენ ერთ ჰორმონს – პროგესტინს; კომბინირებული ორალური