ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შანკროიდი – ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰემოფილური ჩხირის განსაკუთრებული სახე. გვხვდება უპირატესად ცხელ ქვეყნებში. დაავადება გადაეცემა სქესობრივი გზით. დასნებოვნებიდან 3 – 14 დღის შემდეგ სასქესო ორგანოების, შორისის, უკანა ტანის მიდამოში ვითარდება ფართო წყლულები; ხშირია საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება და დაჩირქება. გაურთულებელ შემთხვევებში დაავადება გრძელდება 2 თვის განმავლობაში
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გარეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლი – ინფექცია – ინფექციური დაავადება, გამოწვეული ნაწლავის ჩხირის შტამებით, რომელთაც გააჩნიათ პათოგენური თვისებები. დაავადება წარმოიქმნება წყლის ან საკვები პროდუქტების გამოყენებისას, რომლებშიც მოხდა გამომწვევის დაგროვება. ვლინდება მწვავედ განვითარებული დისპეფსიური დარღვევებით და ინტოქსიკაციით. სახიფათოა ადრეული ასაკის ბავშვებისათვის. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ნაწლავგარეშე გამოვლინებები: პიელონეფრიტი, მენინგიტი, სეფსისი და სხვ. გაფრთხილება! ბმულები:
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეშერიქიოზი – ფართოდ გავრცელებული (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში) მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადება, რომელსაც იწვევს ნაწლავის ჩხირის პათოგენური სახესხვაობები. გამომწვევის წყაროა დაავადებული ადამიანი, ჯანმრთელი ბაქტერიამტარებლები და ცხოველები. დასნებოვნება ხდება წყლისა და საკვები პროდუქტების გამოყენებით. ინკუბაციური პერიოდი 12 საათიდან 6 დღემდეა. ვლინდება მუცელში ტკივილებით, თხიერი განავლით, ღებინებით. შესაძლოა აღინიშნებოდეს ცხელება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიოლიზინები – ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ბაქტერიული უჯრედის დაშლას (ბაქტერიოლიზი). ბაქტერიოლიზინებს გამოყოფს მრავალი ბაქტერია, ცხოველური უჯრედი და სხვ., მაგ., ლურჯჩირქმბადი ჩხირი (Bact. Pyocyaneum) გამოყოფს ჯილეხის (Bact. anthracis), მუცლის ტიფის (Bact. typhi) და დიფთერიის ჩხირის (Bact. diphtheriae) დამშლელ ბაქტერიოლიზინებს. ადამიანისა და ცხოველის ბაქტერიოლიზინები ანტისხეულებია, რომლებიც ორგანიზმში