Tag Archives: ცევ

ფრიდერიქსენ – ვატერჰაუზ – ბამატერის სინდრომი

ფრიდერიქსენ – ვატერჰაუზ – ბამატერის სინდრომი – თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა. მიზეზია მათში აპოპლექსიის შედეგად უმწვავესი სეფსისის გამო სისხლძარღვთა შიგნითა დისემინირებული კოაგულოპათიები თრომბოზით. დამახასიათებელია სწრაფი, უეცარი დასაწყისი, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ცხელება, სისხლჩაქცევები კანსა და კანქვეშ, კოლაფსი, კრუნჩხვები, ლეტალური გამოსავალი რამდენიმე საათში. უმთავრესად აღინიშნება 15 წლამდე ასაკში. სინონიმები: ვატერჰაუზ – ფრიდერიქსენის სინდრომი, მარჩან

Read More

ფიშერ – ევანსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერ – ევანსის სინდრომი – (J. A. Fisher; R. S. Evans. ამერიკ. ექიმები; სინ.: ევანსის სინდრომი) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის შერწყმა. გამოყოფენ ფიშერ – ევანსის სინდრომის სიმპტომატურ და იდიოპათურ ფორმებს. სიმპტომატური ფორმა აღინიშნება ქრონიკული ჰეპატიტის, სისტემური წითელი მგლურას, ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, ლიმფომის, სარკომის, ლიმფოგრანულომატოზის, რევმატოიდული ართრიტის,

Read More