Tag Archives: ცვლის

ჰისტიდინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიდინემია – (ჰისტიდინი + ბერძ. Haima – სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰისტიდინის ცვლის მოშლით; ვლინდება ბავშვის ნერვულ – ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენით. გაფრთხილება!  

ჰიპოქსანტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოქსანტინი – პურინის ფუძე, ნუკლეოპროტეიდების ცვლის შუალედური პროდუქტი. წარმოიქმნება ცხოველებისა და ადამიანის ქსოვილებში ნუკლეინის მჟავათა დაშლისას, იჟანგება ქსანტინად, შემდეგ კი – შარდმჟავად. მცირე რაოდენობით შედის რიბონუკლეინის მჟავაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე

Read More

ჰიპოკორტიციზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოკორტიციზმი – კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სხეულის მასის დაქვეითებით, კანის საფარველის, ლორწოვანი გარსების ჰიპერპიგმენტაციით, წყალ – მარილოვანი ცვლის დარღვევითა და დამცველობით – შემგუებლობითი რეაქციების დარღვევებით, ფაღარათით, 17 – კეტოსტეროიდების ექსკრეციის დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოთერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთერმია – სითბური ცვლის ბალანსის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის დაქვეითება ნორმალურზე ქვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

English English Georgian Georgian