ცილა

ცილა (protein) – მაღალმოლეკულური ორგანული შენაერთი, შედგება ერთი ან რამდენიმე პოლიპეპტიდური ჯაჭვებისაგან. აგებულია პეპტიდური ბმებით დაკავშირებული, ამინომჟავების ნაშთებით (ძირითადად 20 α-L-ამინომჟავებით). ცილების დიდი ნაწილი არის ფერმენტები, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ, ყველა ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმოქმედებაში და ხასიათდებიან განსაკუთრებულად მაღალი სტრუქტურული და ფუნქციური მრავალფეროვნებით. Read More …

გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ალოიზოლეიცინი

განმარტებითი ლექსიკონი ალოიზოლეიცინი – იზოლეიცინის (ამინომჟავა,რომელიც არსებობს ცილების უმეტეს ნაწილში) ერთ-ერთი იზომერი.  

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი

განმარტებითი ლექსიკონი პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი – ორგანიზმში არსებული ცილა,რომელსაც ძალუძს წარმოქმნილი თრომბების დაშლა.დღესდღებით  მას ღებულობენ გენური ინჟინერიის მეთოდებით.ეს ცილა მოითხოვს ორგანიზმში ფიბრინის (მისი კოფაქტორის) აუცილებელ არსებობას.მას გააჩნია ფიბრინის ზედაპირზე პლაზმინოგენის აქტივაციის უნარი,რაც განასხვავებს მას პლაზმინოგენის სხვა აქტივატორებისგან (სტრეპტოკინაზა და უროკინაზა).

სიმსივნური ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი სიმსივნური ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ავთვისებიანი უჯრედების მიერ.სისხლში მისი შემცვლელობა შეიძლება იყოს დადგენილი სისხლის ანალიზით.ეს ანალიზი გამოიყენება ავთვისებიანი მელანომის და  სიმსივნეების სხვა ზოგიერთი სახეობის დიაგნოსტიკისთვის მათი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიაზე,როდესაც ისინი კარგად ემორჩილებიან მკურნალობას.