ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი – გარგოილიზმი, ლიპოქონდროდისტროფია. მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის მიზეზია ქსოვილთა უჯრედების უუნარობა მოახდინონ მაღალმოლეკულური წონის ნივტიერების (მუკოპოლისაქარიდები) მეტაბოლიზმი. გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. კლინიკა: თავის არასწორი ფორმა, ჩავარდნილი ცხვირის ძვალი, Read More …

რუსტიცკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსტიცკის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმურუჯრედოვანი პარაპროტეინემიული რეტიკულოზი, პლაზმოციტომა, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება. გვხვდება 40 წელს გადაცილებული ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებში. დამახასიათებელია ოსალგია, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, ნორმოქრომული მიკროციტული ანემია, ერთმანეთზე დაწყობილი Read More …

რიხტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიხტერის სინდრომი – ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დროს პროგრესირებადი სიმსივნე, რომელიც მორფოლოგიურად წარმოდგენილია რეტიკულური უჯრედებით. გვხვდება აგრეთვე ჰოჯკინის დაავადების (იხ.) და რეტიკულოსარკომის დროს. კლინიკურად დამახასიათებელია ლოკალური ან გენერალიზებული მნიშვნელოვანი და სწრაფი ლიმფადენოპათიის განვითარება ქრონიკული Read More …

რედემეკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედემეკერის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია და სისხლის პროტეინების არასრულფასოვნება. დაავადება ვლინდება ძუძუმწოვარა ბავშვებში პიოდერმიით, ეგზემით, ჰემორაგიული დიათეზით, აგრეთვე სხვა ნიშნებით: ქრონიკული ოტორეით, ბრონქოპნევმონიით  –  Read More …