ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წითელი მგლურა – დაავადება კოლეგენოზების ჯგუფიდან, რომელსაც ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის, სახსრების, კანის სეროზული გარსების, შინაგანი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და ვლინდება ტკივილებით სახსრებში, ცხელებით, მადის დაკარგვით, უძილობით და სხვ.; პათოგენეზში მთავარ როლს თამაშობს ავტოანტისხეულების წარმოქმნა, მათ შორის დნმ – ის მიმართ; არსებობს ამ დაავადების ორი ერთმანეთისაგან
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება ჰემოგლობინურიული – (febris haemoglobinurica) 1. (სინ.: ჰემოგლობინურია მალარიული, ჰემოგლობინურია) მალარიის მძიმე გართულება, რომელიც წარმოიქმნება ქინინი მიღების შემდეგ, ხასიათდება მწვავე ჰემოლიზით და ვლინდება ჰემოლიზური სიყვითლით, ჰემოგლობინურიით, პოლაკიურიით, ცხელებით, ტკივილით წელის არეში, ღებინებით; 2. ცხელება, რომელიც ვითარდება ნებისმიერი წარმოშობის მწვავე მასიური სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,