ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები – გვხვდება რბილი ქსოვილების, ცხვირის ძვლებისა (ცდომით ან მის გარეშე) და ცხვირის ძგიდის დაზიანებები. ცხვირის დაზიანება, დანამატ ღრუებთან, ერთად უპირატესად აღინიშნება ჭრილობების, განსაკუთრებით ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები. ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დეფორმაცია (ნატეხების ცდომის დროს), ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა. პალპაციით – მტკივნეულობა,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩაიდნის სინდრომი – თავზურგტვინის სითხის დაღვრა ცხვირიდან თავის წინ გადახრისას, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება დახლევებისა და გაჭინთვისას. აღინიშნება მაგ. ქალას ფუძის მოტეხილობის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჰიპერტროფირებადი სურდო – შედეგია ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდოსი. ჩვეულებრივ ვითარდება არახელსაყრელი ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად (მტვერი, აირები, არასასურველი კლიმატი და სხვ.). დაავადების მიზეზი ხშირად არის ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესი ან ადენოიდები. ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდით, უპირატესად კავერნოზული ქსოვილის დაგროვების ადგილებში (ცხვირის ქვედა და შუა