მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘ცხრილი’

 სქესის გამოთვლა

ამ გვერდზე მოყვანილია სქესის გამოთვლის, ბავშვის სქესის პროგნოზირების, “ მეცნიერული”,  უძველესი ჩინური და იაპონური მეთოდების გამარტივებული სქემები (ალგორითმები). ეს მეთოდები მეცნიერულად დასაბუთებული არაა, უბრალოდ ორიოდე მილიარდი ადამიანი ჩინეთში, ინდოეთში, იაპო’ნიაში, კორეასა თუ მონგოლეტში, საუკუნეების მანძილზე თვლის, რომ ეს მეთოდები სტატისტიკურად სწორია. ჩვენ ისინი მოგვყავს, როგორც ფოლკლორული მასალა. >>>>

 გოგონას ჩასახვა?

სპერმატოზოიდი ქალის X-ქრომოსომით ნაკლებ მოძრავია, თუმცა უფრო მეტად გამძლე და სიცოცხლისუნარიანი. სწორედ მათი მონაწილეობით ხდება გოგონას ჩასახვა. ითვლება, რომ თუ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე სამი დღით ადრე განხორციელდა, მაღალია გოგონას ჩასახვის ალბათობა, რის შემდეგაც უმჯობესია თავი შეიკავოთ აქტისაგან. უფრო გულმოდგინედ უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის  დღეების დათვლა. აქედან გამომდინარე, თუ სქესობრივი აქტი მოხდა მენსტრუაციის დაწყებამდე 13-14 დღით ადრე დაიბადება გოგონა, ხოლო 11-12 დღით ადრე – ბიჭი.

სქესის გამოთვლა

 სხვათა შორის არსებობს მოსაზრება, რომ გოგონას დაბადებას განაპირობებს სქესობრივი აქტის ტექნიკაც: მაგალითად, ეაკულაციის დროს სასქესო ასოს საშოში ნაკლებად ღრმად შეღწევა: საშოს მჟავე გარემოში სპერმატოზოიდების გადარჩენის ალბათობა კლებულობს და Y ქრომოსომები უფრო სწრაფად იღუპებიან, ვიდრე X ქრომოსომები.

სწორია თუ არა ეს მეთოდი? ვთხოვთ უპასუხონ მხოლოდ მათ ვისაც რეალურად გამოუყენებია ეს მთოდი სქესის დასაგეგმად

View Results

Loading ... Loading ...

 ბიჭის ჩასახვა

სამაგიეროდ სპერმატოზოიდები Y ქრომოსომებით (რაც განსაზღვრავს მამრობითი სქესის ბავშვის ჩასახვას) ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია, თუმცა მეტად მოძრავი და ჩვეულებრივ უფრო სწრაფად ახერხებენ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. შესაბამისად, კვერცხუჯრედის განაყოფიერების ალბათობა Y ქრომოსომების შემცველი სპერმატოზოიდებით მაღალია ოვულაციამდე ერთი დღით ადრე ან ოვულაციიდან 12 საათის შემდეგ, როდესაც კვერცხუჯრედი საშვილოსნოს მილშია და მზადაა განაყოფიერებისათვის. ამ დრომდე სასურველია თავი შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისაგან.

სწორია თუ არა ეს მეთოდი? ვთხოვთ უპასუხონ მხოლოდ მათ ვისაც რეალურად გამოუყენებია ეს მთოდი სქესის დასაგეგმად

View Results

Loading ... Loading ...

წყარო : http://mama.passion.ru/pol-rebenka/zakazyvaem-pol-rebenka.htm

სქესის გამოთვლის იაპონური მეთოდი 

სქესის გამოთვლა 2

 ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (1) მოძებნეთ ციფრი, რომელიც შეესაბამება ბავშვის მამის დაბადების თვის სვეტისა და დედის დაბადების თვის სტრიქონის გადაკვეთას. მაგალითად, თუკი დედა დაბადებულია ივლისში, მამა კი აპრილში, მათი ე. წ. ,,ოჯახის ციფრი”  7-ია. დაიმახსოვრეთ ეს ციფრი და გადადით N2 ცხრილზე. >>>> Read the rest of this entry »

vaka