Tag Archives: ძაფების

ტონოფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონოფიბრილები – (tonofibrillae ბერძნ. tonos  –  დაჭიმვა და ლათ. fibrilla  –  ბოჭკო)  უჯრედების სპეციალური ორგანოიდები მეტაპ­ლაზმური წარმონაქმნების ტიპისა, რომლებიც წარმოიქმნებიან ეპი­თელური  უჯრედების ციტოპლაზმის სპეციფიკური დიფერენცირების შედეგად. მათ აქვს 1 მკმ დიამეტრის წვრილი ძაფების სახე. ტონო­ფიბრილები შედგება 60 – 150 Ao დიამეტრის უწვრილესი კერატინული ბოჭოებისაგან, რომელთაც ეწოდება ტონოფილამენტები,

Read More

მოციმციმე წამწამები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოციმციმე წამწამები – უჯრედების სპეციალური ორგანოიდები, რომლებიც ციტოპლაზმის დიფერენცირებული წანაზარდებია და რომლებსაც ტალღისებურად შეკუმშვის უნარი აქვთ. მათი სიგრძე 5 – 10 მკ – ს არ აღემატება. მრავალუჯრედოვან ორგანიზმებში ერთი უჯრედის ზედაპირზე წამწამების საშუალო რიცხვი 300 – მდეა და უმარტივესებში შეიძლება რამდენიმე ათასამდე მიაღწიოს. წამწამები შეიცავს 200 Ao

Read More