ჰიპოპლასტიკური ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპლასტიკური ანემია – სისხლის სისტემის დაავადება, რომელსაც იწვევს ძვლის ტვინის ჰემოპოეზური ფუნქციის ძლიერი დაქვეითება. გამოწვეულია სხვადასხვა ენდო და ეგზოგენური ფაქტორებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპერსპლენიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერსპლენიზმი – კლინიკური სინდრომი: სპლენომეგალია ელენთის ფუნქციის გაძლირებით. სისხლის ფორმიანი ელემენტების დაშლა ან დაგროვება ელენთაში და ძვლის ტვინის მიერ სისხლწარმოქმნის დაქვეითება. განაპირობებს ანემიას, ლეიკოპენიას, თრომბოციტოპენიას და სისხლდენებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ძვლისაზრდელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლისაზრდელა – 1. პერიოსტეუმი (ბერძნ. peri – ირგვლივ და osteon – ძვალი), შემაერთებელქსოვილოვანი შალითა რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით მდიდარი, შუა  Read More …

ძვლის ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლის ცისტა – კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი – ძვალშიგა ღრუ, რომელიც შეიცავს სეროზულ ან ჰემორაგიულ სითხეს. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, სანამ არ შეურთდება პათოლოგიური მოტეხილობა, რის შემდეგაც შესაძლოა თვითშეხორცება; პროცესი აქტიურია, შესაძლოა განმეორება. მკურნალობა Read More …

ძვლის ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლის ტვინი – (medulla ossium) სისხლწარმოქმნისა და ორგანიზმის ბიოლოგიური დაცვის ორგანო, რომელიც მდებარეობს ძვლის ღრუბლისებრ ნივთიერებასა და ძვლის ტვინის ღრუებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა