Tag Archives: ძვლის

ოსტეოპათია, ზოლიანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოპათია, ზოლიანი – (osteopathia striata) ძვლის განვითარების თანდაყოლილი დარღვევები, რომელიც ვლინდება რენტგენოლოგიურად სიგრძივი ვიწრო ზოლების არსებობით მეტაფიზების კომპაქტურ ნივთიერებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეონი – (osteon ბერძნ.osteon – ძვალი) ლულისებრი ძვლის კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება სისხლძარღვის გარშემო კონცენტრულად დაშრევებადი ძვლოვანი ფირფიტებისაგან და ხასიათდება ორ მეზობელ ფირფიტაში კოლაგენურ ბოჭკოთა მიმართულების სხვადასხვაობით, რითაც უზრუნველყოფილია ძვლის სიმტკიცე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More