[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘ძუძუს ნახეთქები’

ჯანა საყვარელიძე , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი:

მე ერთი იმ მრავალთაგანი გახლავართ, ვინც უდიდესი პატივისცემითადა მადლიერებით იგონებს თურმანიძეების დიდებულ ოჯახს. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო ჩემი შვილი საშინელ ავტოავარიაში მოჰყვა. თვენახევარი იწვა რეანიმაციაში. წელის მიდამოში ნაწოლი, 25 სმ-იანი დანეკროზებული უბანი გაუჩნდა. ქირურგები ნელ-ნელა აცილებდნენ მკვდარ ქსოვილებს და ბოლოს ფასციამდე მივიდნენ.

აი, მაშინ კი საავადმყოფოში ქეთო თურმანიძის შვილი, ქალბატონი ნონი თურმანიძე მივიყვანე და შვილის მკურნალობა მას მივანდე. მალე კიდევ ერთი სასწაული მოხდა: მესამე გადახვევაზე ქალბატონმა ნონიმ მანიშნა, საქმე უკეთ არისო. ხომ წარმოგიდგენიათ, რამოდენა შვებაა მძიმე ავადმყოფისთვის მანიპულაცია, რომელიც უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და გამშვიდებს. ნელ-ნელა ჯანმრთელი ქსოვილი წამოვიდა, დეფექტი ნაწიბურების გარეშე ამოივსო.

თურმანიძეების მალამოს საექიმო პრაქტიკაშიც ვიყენებ. ერთი მძიმე შემთხვევა მახსენდება: ბავშვთა საავადმყოფოში ახალშობილს იდაყვისა და ბარძაყის მიდამოში ღრმა ნეკროზული უბნები გაუჩნდა. მკურნალობდნენ ქირურგები, მაგრამ უშედეგოდ. მშობლების თანხმობით ისევ ქალბატონი ნონი ჩავრთეთ. იარები მოშუშდა, შეხორცდა და ბავშვი განიკურნა. მეძუძურ დედებს ძუძუსთავებზე ხშირად უჩნდებათ მტკივნეული  ნახეთქები, რომლებსაც თურმანიძის მალამო სწრაფად აშუშებს და ქალიც მშვიდად განაგრძობს პაწიას კვებას.

 __________________________________________________

თურმანიძის მალამო

vaka