Tag Archives: წარბ

სარდონიკური ღიმილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარდონიკური ღიმილი – (ბერძ. sardonius – დამცინავი, ზიზღიანი) სახის კუთის ტონური კრუნჩხვა, რომელიც მოგვაგონებს ბოროტულ – დამცინავ, ზიზღიან გრიმასს (წარბები აწეულია, პირის კუთხეების ქვევით და გვერდითაა დაწეული, ყბები მჭიდროდ მიჯრილია); აღინიშნება ტეტანუსის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პროგერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროგერია – (ბერძ. Progerus ნაადრევად დაბერებული; სინ.: ნაადრევი დაბერება) ორგანიზმის პათოლოგიური ნაადრევი დაბერება. განასხვავებენ პროგერიას ბავშვებსა და მოზრდილებში. პროგერია ბავშვებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. პათომორფოლოგიურად ყველაზე მეტი ცვლილებები აღინიშნება გულ – სისხლძარღვთა სისტემაში გენერალიზებული ათეროსკლეროზის სახით, კორონარული არტერიების თრომბოზით და მიოკადიუმის ინფარქტით, მიოკარდიუმის ფიბროზული ცვლილებებით; გარდა ამისა, აღინიშნება

Read More