Tag Archives: წერტილოვანი

შამბერგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შამბერგის დაავადება – (J. F. Schamberg, ამერ. დერმატოლოგი; სინ.: კანის პროგრესირებადი ჰემოსიდეროზი, პროგრესირებადი პიგმენტური დერმატიტი) შედარებით იშვიათი დერმატოზი, რომელიც მიეკუთვნება კანის ჰემოსიდეროზებს. დაავადება ხასიათდება წვივების კანზე, იშვიათად სხვა ნაწილებზე, მჭიდროდ განლაგებული მოწითალო წერტილოვანი ჰემორაგიული ლაქების გაჩენით, რომლებსაც ზოგჯერ აქვთ ტელეანგიექტაზიების ფორმა. თანდათანობით ჩნდებიან ახალ – ახალი კერები,

Read More

სინათლისმიერი ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინათლისმიერი ოფთალმია – კონიუნქტივის, რქოვანას და ბადურა გარსის  დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. სიმპტომები. 6 – 8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის

Read More