Tag Archives: წვენი

პანკრეასის წვენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანკრეასის წვენი – (ბერძ. Pankreas, pankreatos კუჭქვეშა ჯირკვალი; სინ.: კუჭქვეშა წვენი) კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტი; შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აკატალიზებენ ცილების (პროტეოლიზები), ცხიმების (ლიპოლიზები) და ნახშირწყლების დაშლას საჭმლის მონელების პროცესში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნაწლავის წვენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის წვენი – საჭმლის მომნელებელი წვენი, რომელსაც გამოიმუშავებს ნაწლავის ჯირკვლები. წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ფერის, ტუტე რეაქციის, ლორწოსა და ეპითელის უჯრედების შემცველ სითხეს. შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ამთავრებენ საკვების ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლას. ადამიანს დღე – ღამის განმავლობაში გამოუმუშავდება 1 – დან 3 ლიტრამდე ნაწლავის წვენი. გაფრთხილება!

Read More