წყლული სხივური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლული სხივური – (სინ.: რენტგენული წყლული) კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც წარმოიქმნება იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. წყლულის წარმოქმნას ჩვეულებრივ წინა უსწრებს ქავილი, ჰიპერემია, წვის შეგრძნება კანის დასხივებულ უბანზე. როგორც წესი, სხივური Read More …

სენესტოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენესტოპათია – რეცეპტორული გაღიზიანება უსიამოვნო, მტანჯველი, შეგრძნებებით: მოჭერის, წვის, ზეწოლის, გაღიზიანების, გადასხმის, გადაბრუნების, ღიტინის და ა. შ. რომელიც მომდინარეობს სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან, შინაგანი ორგანოებიდან, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე სომატური დარღვევები გაფრთხილება! ბმულები: Read More …

პალინდრომული რევმატიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალინდრომული რევმატიზმი – (ბერძ. Palindromos უკან მოძრავი, შებრუნებითი; სინ.: ხანჩ – როზენბერგის სინდრომი) სახსრებისა და მათ ირგვლივ არსებული ქსოვილების მწვავე ანთების განსაკუთრებით იშვიათი ფორმა, რომელიც მიმდინარეობს უეცარი ხანმოკლე და სრულად შექცევადი შეტევებით. Read More …

ნაოფლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაოფლი – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის არაანთებით უბანზე დიდი რაოდენობით, ფეტვის მარცვლის ოდენობის, დაჯგუფებული ან გაფანტული ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლებიც შეიცავენ გამჭვირვალე შიგთავსს. ვითარდება ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებების, ძლიერი გადახურების (ბავშვის შეფუთვნა), Read More …

მწვავე სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე სურდო – შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა (გრიპი, წითელა, დიფტერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად შეიძლება იყოს მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი. Read More …

ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა – (კანისა და ვენ. დაავ.) სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის, მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადება. უხშირესად ვლინდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. არც თუ იშვიათად წარმოადგენს სიმპტომატურ დაავადებას, როგორც გრიპის, რევმატიზმის, ანგინის, კუჭ – Read More …

გულძარმვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გულძარმვა – წვის ავამდყოფური შეგრძნება, უპირატესად საყლაპავის ქვედა ნაწილში, შესაძლებელია ვრცელდებოდეს კუჭიდან ყელში; თან ახლავს უსიამოვნო გემო პირში. განპირობებულია კუჭის მჟავე შიგთავსის გადასროლით საყლაპავში. მიზეზები: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, რეფლუქს – ეზოფაგიტი, Read More …

გლოსოდინია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსოდინია – წვის, ჩხვლეტის, ქავილის გაბუჟების შეგრძნება ენის არეში, რომელიც ზოგჯერ ვრცელდება ტუჩებზე, ღრძილებზე, ლოყაზე სასაზე ჩვეულებრივ ხილული ცვლილებების გარეშე; აღინიშნება ნერვული სისტემისა და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებებისას. გაფრთხილება! ბმულები: Read More …

გლოსიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსიტი – ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სიმპტომურ ცვლილებებს (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და მისი აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.). ეტიოლოგია. Read More …

გლოსალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის Read More …