Tag Archives: ჰაერ

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რესპირაციული ინფექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპირაციული ინფექცია – 1. ზემო სასუნთქი გზების კატარი, ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი (ძირითადად ვირუსული წარმოშობისა ) რომლებსაც ახასიათებს უმეტესად ზემო სასუნთქი გზების დაზიანება. ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი; ვრცელდება ჰაერ – წვეთოვანი გზით (ლორწოს ან ნერწყვის წვეთებით, ხველების, ცხვირის ცემინების, ლაპარაკის დროს), შეიძლება გავრცელდეს ნივთების მეშვეობითაც (საცვალი,

Read More