Tag Archives: ჰემატურიით

ტუბულოინტერსტიციული ნეფროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბულოინტერსტიციული ნეფროპათია – თირკმელების ანთებითი, დისტროფიული ან ტოქსიკური ბუნების დაავადებები, რომლებიც ხასიათდებიან თირკმელების მილაკების და ქსოვილის  უპირატესი დაზიანებით. ვლინდება ცხელებით, პოლიურიით, შარდის ხვედრითი წონის დაქვეითებით, გლუკოზურიით, ჰემატურიით, იშვიათად – თირკმლის უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ანალგეტიკური ნეფროპათია

ანალგეტიკური ნეფროპათია – კლინიკური სინდრომი: თირკმლის მილაკების დაზიანება არანარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად. აღინიშნება უპირატესად ქალებში. ვლინდება პოლიურიით, ნიქტურიით, კრუნჩხვებით, ლეიკოციტურიით, პროტეინურიით, ჰემატურიით, თანდათანობით თირკმლის უკმარისობის განვითარებით. გართულებებია: თირკმლის დვრილების ნეკროზი, პიელონეფრიტი, ნეფროკალცინოზი, შარდკენჭოვანი დაავადება და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

English English Georgian Georgian