Tag Archives: ჰემორაგიული

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია – დიზოვარიული ჰემორაგიული დიათეზი, დიზოვარიული პურპურა, ჰემორაგიული მეტროპათია, ჰემორაგიული ”იუვენილური” მეტროპათია. სინდრომს საფუძვლად უდევს საკვერცხეების ფუნქციური უკმარისობა და ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული ფუნქციის დარღვევა. გვხვდება ახალგაზრდა ქალებში და მიმდინარეობს ქრონიკულად. კლინიკურად დამახასიათებელია საშვილოსნოდან სისხლდენა. მენსტრუაციის გახანგრძლივება 1 – 2 კვირამდე, რის გამოც ავადმყოფს უვითარდება

Read More