ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). Read More …

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი Read More …

ტონზილურ – კარდიალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონზილურ – კარდიალური სინდრომი – გულის ცვლილება, რომელსაც ზოგჯერ წინ უძღვის ქრონიკული ტონზილიტი, განსაკუთრებით მისი გამწვავების დროს. ამასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სუბიექტური გამოვლინებები, იშვიათად გულის სერიოზული ცვლილებები  – მიოკარდიუმის დისტროფია და Read More …

სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები) – სისტემური ჰემოდინამიკის ან ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის მწვავე გარდამავლი დარღვევები, განპირობებული სისხლძარღვთა ტონუსის მოშლით, ანუ არტერიების ჰიპერტონიით ან ჰიპოტონიით, ვენების ჰიპოტონიით, ქსოვილოვანი არტერიოვენური ანასტომოზების დისფუნქციით. აღინიშნება ცენტრალური ნერვული Read More …

სიმსუქნე

სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება Read More …

ორსულთა პიელონეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორსულთა პიელონეფრიტი – (მეან.) არასპეციფიკური დაავადება თირკმლის ინერსტიციული ქსოვილის უპირატესი დაზიანებით. განარჩევენ პიელონეფრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პიელონეფრიტი ხასიათდება უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, ტკივილებით წელის არეში (უხშირესად მარჯვნივ), Read More …

ნეფროსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროსკლეროზი – თირკმელების პარენქიმის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც იწვევს მის შეჭმუხვნას და ფუნქციის დარღვევას; ვლინდება ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტონიით, თვალის ფსკერის მძიმე დაზიანებებით, ცერებრული სინდრომით (თავის ძლიერი ტკივილებით, თავბრუსხვევით და სხვ.), მკვეთრი სისუსტით, Read More …

მარტორელის სინდრომი

მარტორელის სინდრომი – (F. Martorell, ესპ. ქირურგი) წვივის წინა გვერდითი ქვედა მესამედის წყლული, რომელიც ვითარდება იშემიის შედეგად, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია ჰიპერტონიით დაავადებულებში არტერიოლების ობლიტერაციით; ხშირია ქალებში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი