Tag Archives: ჰირსუტიზმი

ჰიპერანდროგენიზმი

განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერანდროგენიზმი – ქალებში ანდროგენის ჭარბი სეკრეცია.ჩვეულებრივად ჰიპერანდროგენიზმს თან ახლავს ჰირსუტიზმი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (უკიდურესად იშვიათი მესტრუაციები, ოლიგომენორეა), მენორაგია, ოვულაციის არარსებობა, უნაყოფობის განვითარება, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერგლიკემია და ჰიპერტენზია.ყველა ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ქალის ორგანიზმში ზოგიერთი გენის მუტაციის შედეგი.

ჰირსუტიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰირსუტიზმი – ქალებში ჭარბთმიანობის განვითარება, რომელიც გამოიხატება ულვაშებისა და წვერის გაჩენით, სხეულზე და კიდურებზე თმის ზრდით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

დისპიტუიტარიზმი პუბერტატული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისპიტუიტარიზმი პუბერტატული – (dyspituitarismus; ბერძ. dys – მოშლა + ლათ. Pituitaria ჰიპოფიზი) ნეიროენდოკრინული სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებთან და ხასიათდება ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზისა და სხვ. ენდოკრინული ჯირკვლების ფიზიოლოგიური აქტივობის გადახრებით. დაავადების ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექციები, ტონზილექტრომია, თავის ტრავმა, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად შემცირება და სხვ.

Read More

აპერტ – კუშინგის სინდრომი

აპერტ – კუშინგის სინდრომი – კლინიკურად აღინიშნება ავადმყოფის შესახედაობის შეცვლის (სიმსუქნე, ცხიმის მუცლისა და კისრის უკანა არეში დაგროვების უპირატესობით, მთვარისებრი სახე, ჰირსუტიზმი, ატროფიული ზოლების – სტრიების არსებობა კანზე) შერწყმა არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ოსტეოპოროზთან, კუნთების სისუსტესთან, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან. აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰიპერფუნქციის (ხშირად ჰორმონოაქტიური სიმსივნის არსებობისას) და ადრენოკორტიკოტროპულ და კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. სინონიმები:

Read More