Tag Archives: ადენოვირუსი

ადენოვირუსი

ადენოვირუსი (adenovirus) – ხერხემლიანთა დნმ-შემცველი ვირუსი, არ გააჩნია ლიპოპროტეინული გარსი, დიამეტრი 70-90 ნმ, შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულას (მოლეკულური მასა 20-29 х 106). მეტად გავრცელებულია, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ადენოვირუსები. ადენოვირუსების მაგალითზე პირველად იყო აღმოჩენილი ალტერნატიული სპლაისინგის მოვლენა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

არგენტინული ჰემორაგიული ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგენტინული ჰემორაგიული ცხელება – ბუნებრივ – კეროვანი ინფექციური დაავადება, რომელიც პირველად აღმოჩენილი იქნა არგენტინაში და რომელსაც იწვევს ადენოვირუსი ხუნინი; ხასიათდება ცხელებით, პეტექიალური გამონაყრით, ლორწოვანი გარსების სისხლდენით, მიალგიებით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა