Posts Tagged ‘ავიტამინოზი’
წითელი მოცვი – Vaccinium vitis-ideae L.,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Брусника обыкновенная
1. ზოგადი აღწერა
წითელი მოცვი – Vaccinium visit-ideae L. მანანასებრთა Ericaceae (Vacciniaceae), ოჯახს მიეკუთვნება. 30–50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. მცირედ დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5–10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35–80 სანტიმეტრამდე ღრმავდება.

ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. მარადმწვანე, ტყავისებრი, მკვრივი, ხერხკბილა, გადაგრეხილი კიდეებით, სიგრძით 3, ხოლო სიგანით 2 სანტიმეტრი, ზემოდან მუქ–მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია და მქრქალი. ყვავილები ზარისებრია, თეთრი ამ ვარდისფერი ათინათით, მოკლეყუნწიანი, ორსქესიანი, შეკრებილია მოკლე, მცირეყვავილოვან მტევნებად. ნაყოფი წითელი, ოთხბუდიანი, 8 მმ. დიამეტრის, მრავალნაყოფიანი კენკრაა, ყვავილობს და ნაყოფიანობს ერთდროულად ივნისიდან სექტემბრამდე. Read the rest of this entry »
Viewed 3193 times by 1394 viewers


