Tag Archives: ამზადებს

პროგესტერონი

პროგესტერონი – ქალის სტეროიდული სასქესო ჰორმონი. გამომუშავდება საკვერცხეების ყვითელ სხეულში; ამზადებს საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის და კვებისთვის, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში. (2)  პროგესტერონი  – ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ყვითელი სხეულის მიერ ან პლაცენტით. აუცილებელია მენსტრუალური ციკლის ნორმალური მეორე ფაზისა და ორსულობის უზრუნველყოფისათვის. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება! .

აღწერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აღწერა – მეცნიერული გამოკვლევის ეტაპი, რომელიც ახდენს ექსპერიმენტის ან დაკვირვების მონაცემების ფიქსირებას მეცნიერებაში მიღებული აღნიშვნების გარკვეული სისტემების დახმარებით. აღწერა ხდება როგორც ჩვეულებრივი სალაპარაკო ენით, ისე სპეციალური საშულებებით, რომლებიც შეადგენენ მეცნიერების ენას (სიმბოლოები, მატრიცები, გრაფიკები და ა. შ.). მეცნიერებაში აღწერა ამზადებს გადასვალს ობიექტის თეორიულ გამოკვლევაზე (ახსნა). აღწერა და

Read More