Posts Tagged ‘ამოსახველებელი’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მწვავე ლარინგიტი (ხორხის ანთება) – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) – ვითარდება უხშირესად ზედა სასუნთქი გზების მწვავე კატარის, გრიპის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს, აგრეთვე ხმის გადაძაბვის შედეგად. სიმპტომები. ანთების ხარისხიდან გამომდინარე – ხმის შეცვლა მსუბუქი ჩახლეჩიდან მის სრულ დაკარგვამდე, ხველა, ყელის სიმშრალე, წვა. ზოგჯერ ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, თავის ტკივილი. ადგილობრივად – მთელი ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, განსაკუთრებით ხმის იოგების, რომლებიც გაჯირჯვებული და ლორწოთი დაფარულნი არიან. მკურნალობა. საოჯახო რეჟიმი, სიწყნარე, სათბური კომპრესები კისერზე, ორთქლის ან მენთოლის ინჰალაციები, კოდეინი, ამოსახველებელი მიქსტურა, პენიცილინის აეროზოლის შესუნთქვა. ძალიან ცივი ან ცხელი, აგრეთვე ცხარე საკვებზე უარის თქმა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2343 times by 414 viewers
”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი
წარმატებული ვაჭრობა პლაცებოთი
ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ავადდება „ჩვეულებრივი გაციებით“. მისი სიმპტომები კარგადაა ცნობილი: ანთებითი ყელი, ამოვსებული ანუ „ცინგლიანი“ ცხვირი, ცემინება, შესაძლოა მაღალი სიცხეც, ტკივილები, ხანდახან კი გამაღიზიანებელი ხველებაც.
მიზეზიც კარგადაა ცნობილი – ვირუსების 5 ოჯახს მიკუთვნებული 200 სხვადასხვა შტამიდან ერთ-ერთი. გაციებითი დაავადებების 30%-დან 50%-მდე გამოწვეულია რინოვირუსებით, ხოლო კორონავირუსებზე მოდის გაციების საერთო რიცხვის 15%-დან 20%-მდე. რესპირატორულ-სინციტიალური, გრიპის, პარაგრიპისა და ადენოვირუსები იწვევენ დანარჩენი გაციებითი დაავადებების უმრავლესობას [11]. Read the rest of this entry »
Viewed 11445 times by 5565 viewers


