Tag Archives: ანაპლაზია

ანაპლაზია უჯრედის

ანაპლაზია უჯრედის – (anaplasia cellulae ბერძნ.ana – უკუ და plasis – წარმოქმნა) უჯრედის თვისებების შეცვლა, რაც დაკა­ვშირებულია დიფერენცირების დონის შემცირებასა და მისი სპეცია­ლიზაციის ნიშან – თვისებათა დაკარგვასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანაპლაზია მორფოლოგიური

ანაპლაზია მორფოლოგიური – (anaplasia morphologica) ანაპლაზია, რომელიც ვლინდება უჯრედშიგა სტრუქტურების ცვლილებებით, ასევე უჯრედის ფორმისა და ზომების ცვლილებებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი