Tag Archives: ანემიების

ჰიპერქრომაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომაზია – (hyperchromasia; ჰიპერ –  + ბერძ. chroma ფერი, შეფერვა; სინ. ჰიპერქრომია) ერითროციტების გაძლიერებული შეფერვა მათში ჰემოგლობინის შემცველობის მომატებით; ხასიათდება ფერადობის მაჩვენებლის მომატებით (1,0 ზემოთ); აღინიშნება ზოგიერთი ჰემოლიზური ანემიების დროს, შერწყმული მაკროციტოზთან და მეგალოციტოზთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფერადობის მაჩვენებელი – პირობითი ერთეული, რომელიც ახასიათებს თითოეული ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს; გამოიყვანება ჰემოგლობინის შემცველობის შეფარდებით ერითროციტების რიცხვთან. მისი დაქვეითება მიუთითებს ერითროციტების ჰემოგლობინით არასაკმარის გაჯერებაზე (ჰიპოქრომული ანემიები – რკინადეფიციტური, თალასემია); მომატება აღინიშნება ერითროციტების მოცულობის გაზრდისას (ჰიპერქრომული ანემიების – პერნიციოზული, აუტოიმუნური, ჰემოლიზური და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More