Tag Archives: არაჰემოლიზური

კლიბლერ – ნაიარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლიბლერ – ნაიარის სინდრომი – არაჰემოლიზური თანდაყოლილი პირველი ტიპის სიყვითლე, არაჰემოლიზური ჰიპერბილირუბინემია ბირთვული სიყვითლით – მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული ფერმენტ გლუკორონზილტრანსფერაზის უკმარისობით. გამოვლინდება ცხოვრების პირველ დღეებში. ნიშნებია – სისხლში არაპირდაპირი ჰემოგლობინის შემადგენლობის მკაფიო მომატება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, კბილის ემალის განუვითარებლობა, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. [“3”]

Read More

არიასის ჰიპერბილირუბინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არიასის ჰიპერბილირუბინემია – არაჰემოლიზური მეორე ტიპის თანდაყოლილი სიყვითლე – მემკვიდრეობითი დაავადება. შეპირობებულია ფერმენტ გლუკორონოზილტრანსფერაზის უკმარისობით. ვლინდება სუსტად გამოხატული სიყვითლით. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა