Tag Archives: არტერიიტი

არტერიექტომია

განმარტებითი ლექსიკონი არტერიექტომია – არტერიის ან მისი ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა.შეიძლება ჩატარდეს დიაგნოსტიკური პროცედურის (მაგალითად,არტერიიტის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით არტერიული ბიოფსიის აღებისას) ან დახშობილი არტერიის შეცვლის (როცა არტერიის დაზიანებული უბანი იცვლება სინთეტიკური ტრანსპლანტანტით) დროს.    

მარტორელ – ფაბრეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარტორელ – ფაბრეს სინდრომი – პულსის დაკარგვის სინდრომი. ხასიათდება აორტის და მსხვილ სისხლძაღვთაკედლის ანთებით და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზემო კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვემო კიდურებზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად ასახელებენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, ტუბერკულოზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი.

Read More