სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ასციტი’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შეშუპება – ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში ჭარბი სითხის დაგროვება. შეიძლება იყოს ზოგადი და ადგილობრივი, წარმოქმნის მიხედვით  -  შეგუბებითი, რომელსაც იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტების შეკავება, სისხლში ცილის ნაკლებობა (ჰიპოპროტეინემია). ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ალერგია, ანთება და სხვ. ზოგადი შეგუბებითი შეშუპება გულის დაავადებათა დროს გულის უკმარისობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და დასაწყისში ჩნდება ტერფებზე, წვივებზე (ფეხზე დგომისას), გავასა და წელზე (წოლისას), ღვიძლში, შემდეგ კი ვრცელდება მთელი სხეულის კანქვეშა უჯრედისზე. სითხე შეიძლება დაგროვდეს სხეულის ბუნებრივ ღრუებსი  -  პლევრაში (ჰიდროთორაქსი), მუცლის ღრუში (ასციტი), პერიკარდიუმის ღრუში (ჰიდროპერიკარდიტი), სათესლე პარკში (ჰიდროცელე) და სხვ. ორგანიზმში ნატრიუმის შეკავებასა და ცილის რაოდენობის შემცირებასთან არის დაკავშირებული თირკმლის დაავადებების (ნეფრიტი, ნეფროზი, ამილოიდოზი) დროს განვითარებული შეშუპება, რომელიც იწყება სახიდან (განსაკუთრებით თვალების გარშემო) და შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება; ამავე მექანიმით აიხსნება ღვიძლის ციროზის შედეგად. პორტული ჰიპერტენზიის დროს განითარებული შეშუპება (უმეტესად ასციტი). აგრეთვე კორტიკოსტეროიდული ჰორმონული პრეპარატების (კორტიზონი, პრედნიზოლონი და სხვ.)  ხანგრძლივი მიღებით, შიმშილობით გამოწვეული შეშუპება, გარდა ამისა შეშუპება შეიძლება განვითარდეს ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობისას (მიქსედემა)  და სხვ. ალერგიული შეშუპება ვითარდება კანზე და ლორწოვან გარსზე, ადგილობრივ შეშუპებას (კიდურებზე და სხეულის სხვა უბნებში) იწვევს ვენური სისხლის ან ლიმფის ნაკადის შეგუბება თრომბოფლებიტის, ვენების თრომბოზის დროს, აგრეთვე ვენებსა ან ლიმფურ ძარღვებზე ზეწოლა (ნაწიბური, გადიდებული ლიმფური კვანძი, სიმსივნე). ანთებით შეშუპებას, რომელიც ინფექციის კერის გარშემო ჩნდება, დაერთვის სიწითლე, ტემპერატურის მომატება, ტკივილი და ორგანოს ფუნქციის მოშლა. მკურნალობა: ძირითადი დაავადების მკურნალობა; არაანთებითი შეშუპების დროს შარდმდენი საშუალებანი, სამკურნალო კვება. ვ. ალადაშვილი. [“1”]   – ჭარბი რაოდნობის სითხის დაგროვება ქსოვილებში სხვადასხვა დაავადებების დროს  ჰიდროსტატიკური წნევის გაზრდის, სისხლძარღვთა განვლადობის მომატების, ონკოზური წნევის დაქვეითების შედეგად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 6815 times by 591 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის მწვავე ან ქვემწვავე დისტროფია – (ატროფია) ვითარდება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის, იშვიათად ინტოქსიკაციების (მცენარეული და საწარმოო ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებებით, ალკოჰოლით, ფოსფორის შენაერთებით და სხ. მოწამვლა) შედეგად ღვიძლის ქსოვილის მასიური ნეკროზის შედეგად. მწვავე ნეკროზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნურ დარღვევებს.  სიმპტომები. ყველაზე ხშირად აღნიშნული მდგომარეობა ვითარდება ეპიდემიური ჰეპატიტის ფონზე. თავდაპირველად შესაძლებელია მიმდინარეობდეს შედარებით მსუბუქად და თითქმის უსიმპტომოდაც კი. თუმცა მოულოდნელად შეიძლება მდგომარეობა გართულდეს პროგრესირებადი სიყვითლით, ნერვული სისტემის ცვლილებებით, სისხლდენის გაძლიერებით, პირის ღრუდან თავისებური სუნით, ზოგჯერ ცხელებით და ტკივილებით მუცლის არეში. ღვიძლის ზომები შეიძლება სწრაფად შემცირდეს. ღვიძლისმიერი კომის განვითარებისას, ავადმყოფი ხდება დეზორიენტირებული, აღინიშნება ბოდვა, ჰალუცინაციები, შემდგომ გონების დაკარგვა. ზოგჯერ ვითარდება ასციტი და შეშუპებები. სისხლში სწრაფად იზრდება ბილირუბინის, ამინოტრანსფერაზების რაოდენობა, მცირდება ქოლესტერინის მაჩვენებლები. დაავადება შესაძლებელია სწრაფად, ლეტალური გამოსავლით დამთავრდეს, წარმატებული მკურნალობის შედეგად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხდება ყველა მაჩვენებლების თანდათანობითი გაუმჯობესება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 3258 times by 332 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უაიეტის სინდრომი – - ციტომეგალია, მცირეწლოვან ბავშვთა მემკვიდრეობითი დაავადება ეპითელიური უჯრედების ბირთვთა ჩართვით. გადაცემის ტიპი შესაძლოა აუტოსომურ – დომინანტური. უპირატესი ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ გენერალიზებულ, რესპირატორულ, გასტროინტესტინალურ, ცერებრულ ტიპებს. კლინიკური ნიშნები: ჰეპატოსპლენომეგალია, ერითრობლასტემია, ჰემორაგიული დიათეზი, კანის თრომბოპენიური პურპურა, სიყვითლე, ასციტი, კეროვანი პნევმონია, კრუნჩხვები, ფაღარათი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 1440 times by 197 viewers

konsultaciebi

vaka