აქრომატინი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქრომატინი – (achromatinum ბერძნ.a – უარყოფიძი ნაწილაკი და chroma – ფერი; ქრომატინის / იხ. / საპირისპირო) უჯრედის ბირთვის არაღებვადი ნივთიერება, რომელიც უჯრედის ბირთვის ბადის შემადგენლობაში ქრომატინის ბელტებს შორისაა. წინათ აქრომატინს უწოდებდნენ აგრეთვე ლინინს, ბირთვის ლინინის ჩონჩხს ან აქრომატულ ბირთვის ბადეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და