Tag Archives: აღინიშნება

სემინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სემინომა – – 1. სათესლის ავთვისებიანი სიმსივნე. 2.(ლათ. Semen +  – oma სიმსივნე; სინ.: სპერმატობლასტომა, სპერმატოციტომა) ავთვისებიანი სიმსივნე ჰერმინოგენული უჯრედებიდან. ხშირია 20 – 40 ასაკში, ბავშვებში აღინიშნება იშვიათად. ზოგჯერ სემინომა მდებარეობს სათესლის გარეთ (ექსტრაგონადული სემინომა), მაგ. წინა შუასაყარში ან მუცლის უკანა სივრცეში. განასხვავებენ ტიპიურ, ანაპლასტიურ და სპერმატოციტულ

Read More

რუსტიცკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსტიცკის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმურუჯრედოვანი პარაპროტეინემიული რეტიკულოზი, პლაზმოციტომა, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება. გვხვდება 40 წელს გადაცილებული ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებში. დამახასიათებელია ოსალგია, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, ნორმოქრომული მიკროციტული ანემია, ერთმანეთზე დაწყობილი მონეტების მსგავსი ერითროციტების წყობა  –  სხვადასხვა პროცენტული ოდენობით, პლაზმური უჯრედების არსებობა პერიფერიულ სისხლში, მაღალი ედს,

Read More