სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ახალშობილი’

გადასვლა სათაო გვერდზე

turmanidze_jana sakvarelidze_1ჯანა საყვარელიძე , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი:

მე ერთი იმ მრავალთაგანი გახლავართ, ვინც უდიდესი პატივისცემითადა მადლიერებით იგონებს თურმანიძეების დიდებულ ოჯახს. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო ჩემი შვილი საშინელ ავტოავარიაში მოჰყვა. თვენახევარი იწვა რეანიმაციაში. წელის მიდამოში ნაწოლი, 25 სმ-იანი დანეკროზებული უბანი გაუჩნდა. ქირურგები ნელ-ნელა აცილებდნენ მკვდარ ქსოვილებს და ბოლოს ფასციამდე მივიდნენ. Read the rest of this entry »

Viewed 2401 times by 795 viewers

,,ბავშვი”

ბავშვის განვითარების კალენდარიბავშვის დაბადებას ყოველთვის თან ახლავს უამრავი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი რჩევების მიღება ახლობლებისაგან. მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი პირმშო განუმეორებელია, თავის ჩვევებითა და ქცევით. ხშირად ვერც ახსნით, თუ რა აწუხებს და რატომ ტირის ბავშვი. შეეცადეთ გეჭიროთ სხვადასხვა მდგომარეობაში, იმისათვის რომ მიხვდეთ როგორი მდგომარეობა უფრო მოსწონს. Read the rest of this entry »

Viewed 6507 times by 3835 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტოქსოპლაზმოზი – 1. ადამიანისა და ცხოველების პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ტოქსოპლაზმები (პარაზიტულ უმარტივესთა გვარი). ინფექციის წყაროა შინაური და გარეული ცხოველებისა (ძაღლი, კატა, ბოცვერი, მღრღნელები, მტაცებლები, ბალახიჭამიები და სხვ.) და ფრინველების სხვადასხვა (180 – ზე მეტი)სახეობა. ადამიანი ავადდება თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცის პროდუქტებისა და კვერცხის საკვებად გამოყენების შედეგად. შეიძლება დაავადდეს ლორწოვანი გარსიდან ან დაზიანებული კანიდან გამომწვევის შეჭრისას, ტრანსმისიული და სხვ. გზით. განარჩევენ თანდაყოლილ და შეძენილ ( მწვავე და ქრონ.) ტოქსოპლაზმოზს. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის დროს ნაყოფი იღუპება მუცლად ყოფნის პერიოდში, ახალშობილი  -  საერთო ინფექციის შედეგად, თუ გადარჩა  -  უზიანდება ნერვული სისტემა, თვალები და სხვა ორგანოები; შეძენილი ტოქსოპლაზმოზის მწვავე ფორმა მიმდინარეობს ტიფისმაგვარი  სიმპტომებით (მაღალი ტემპერატურა, ღვიძლისა და ელენთის გადიდება), ანდა ზიანდება ნერვული სისტემა (თავის ტკივილი, პირღებინება, კრუნჩხვა, დამბლა და სხვ.). უფრო ხშირად ტოქსოპლაზმოზი ქრონ. ფორმას ღებულობს; ახასიათებს სუბფებრილური ტემპერატურა, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძებისა და ღვიძლის გადიდება, შრომისუნარიანობის დაკარგვა. შეიძლება დაერთოს გულის, ნერვული სისტემის, თვალების დაზიანება; არსებობს ტოქსოპლაზმოზის ლატენტური ფორმებიც. ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზის დასადგენად იყენებენ სეროდიაგნოსტიკის მეთოდებს, კანშიგა ალერგიულ სინჯს და სხვ. მკურნალობა: ქლორიდინი და სულფანილამიდური პრეპარატები. პროფილაქტიკა  -  ტოქსოპლაზმოზზე ორსულთა გამოკვლევა; შინაური ცხოველების ტოქსოპლაზმოზთან ბრძოლა. ცხოველებიდან ტოქსოპლაზმოზით ავადდებიან შინაური და გარეული ძუძუმწოვრები, აგრეთვე ფრინველები. დაავადება გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. დასენიანება ხდება ალიმენტური, კონტამინაციური, იშვიათად  -  საჰაერო – წვეთოვანი გზით; შესაძლებელია მუცელშიგა სენშეყრაც. დაავადების გამომწვევი ვრცელდება დაავადებული ან დაავადებაგადატანილი ცხოველის მეშვეობით. დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, დაავადების ნიშნების, სისხლის შრატის ანალიზის შედეგებისა და სხვ. საფუძველზე. [“1”] 2. ტოქსოპლაზმოზი – ტოქსოპლაზმებით გამოწვეული პარაზიტული დაავადება. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. იწვევს ლიმფური კვანძების, თვალის, თავის ტვინისა და სხვ. დაზიანებას. ხშირად მიმდინარეობს ფარული ფორმით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 5133 times by 548 viewers

konsultaciebi

vaka