Tag Archives: ახლად

ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს რეფლექტორულად ისეთი ზონების გაღიზიანებისას, როგორებიცაა ენის ძირი, რბილი სასა, კუჭის, ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსი და

Read More

ფსიქიკური დეფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მოშლა  ცენტრალური ნერვული სისტემის დისოციაციის შედეგად. ფსიქიკური დეფექტის ჩარჩოებში, რომელიც ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის  ტრავმის, ენცეფალოპათიების, ინტოქსიკაციების, ატროფული და სისხლძარღვოვანი პროცესების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ფსიქიკის გამოხატული ცვლილებები, სხვადასხვა ხარისხის  ჭკუასუსტობამდე და

Read More