Tag Archives: ბავშვის ლოცვა

ბავშვის ლოცვა

ბავშვის ლოცვა 

(ათონელი ბერის ნაამბობი)
დავიბადე ბესარაბიაში, მაშინ, როცა ახალნდელი მოლდავეთის ტეროტირია რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლად ხალხი ძალიან მორწმუნე იყო. თავად კეთილზნეობრივ ოჯახში ვიზრდებოდი, მშობლები ყოველკვირა და დღესასწაულებზე ტაძარში დადიოდნენ. მეც ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა სიყვარული ღვთისმსახურებისადმი, ლოცვებისადმი, ლამის მშობლებზე ხშირად დავდიოდი ტაძარში. უფალმა კარგი მეხსიერებით დამაჯილდოვა, ასე რომ, მახსოვდა ლიტურგიის თანმიმდევრობა, ცისკარი, მწუხრი, პარაკლისი, პანაშვიდი, მრავალი ლოცვა, ტროპარი და კონდაკი ვიცოდი ზეპირად. არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როცა ღირსი გავხდი, დედა ღვთისა მეხილა. ეს ასე მოხდა: დედამ შემთხვევით საქათმეში ჩამკეტა. ვაკაკუნებდი, ვყვიროდი, მაგრამ ამაოდ – ჩემი არავის ესმოდა. ბნელდებოდა, მივხვდი, რომ იძულებული ვიყავი, ღამე იქ, ქათმებთან ერთად გამეთია. მოხერხებული ადგილის ძებნა დავიწყე…

Read More