Tag Archives: ბავშვობაში

სტიუარტ – პრაუერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიუარტ – პრაუერის დაავადება – X ფაქტორის დეფიციტი, ჰემორაგიული დიათეზის თანდაყოლილი ფორმა. გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. დაავადება მჟღავნდება ბავშვობაში. დამახასიათებელია სიხლდენა ცხვირიდან, ლორწოვანიდან, საშვილოსნოდან უმიზეზოდ ან მცირე ტრავმის მიღების შემდეგ. სისხლჩაქცევები აღინიშნება კანქვეშ, კუნთებში. ჰემართროზი იშვიათია. ქალებში მენსტრუაცია გახანგრძლივებულია. ჰემოგრამა ნორმალურია. კოაგულაციურ სისტემაში თრომბოპლასტინის დრო გახანგრძლივებულია.

Read More

სტენ – გრიქსონის მიოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტენ – გრიქსონის მიოტონია – თანდაყოლილი მიოტონია. ვლინდება ადრე ბავშვობაში. ნებისმიერ უნებლიე მოძრაობაზე აღინიშნება კუნთების გახანგრძლივებული შეკუმშვა (მიოტონური რიგიდობა). იგივე მოძრაობის გამეორებაზე კუნთების დაჭიმვა თანდათან ქრება და მოძრაობა ხდება თავისუფალი. სიმპტომები ძლიერდება დაძაბუნებისას, ფიზიკურ გადაძაბვაზე, სიცივესა და ემოციაზე. დაავადება ნელა პროგრესირებს. ამ მიოტონიის დროს, განსხვავებით სხვა მიოტონიებისაგან,

Read More