Posts Tagged ‘ბიზნესი’
ვასილ შენგელია. ,,საწარმოთა ფინანსური ანალიზი“
პრაქტიკულად ყველა მსხვილ ფირმაში არსებობს ეკონომიკური ან ფინანსური განყოფილება, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი. თუ ფირმა დიდი არაა, ასეთ სიტუაციაში, აუდიტორული კომპანიიდან სპეციალისტს მოიწვევენ ხოლმე. სპეციალისტი ამგვარი სამუშაოს შესრულებისთვის საშუალოდ ორ დღეს ითხოვს, ხოლო მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია დამკვეთის ბალანსსა და იმაზე, დამკვეთი რა სახის საქმიანობას ეწევა.
აუდიტორული კომპანიის ანალიტიკოსები გამოთვლიან ხოლმე ფინანსურ მაჩვენებლებს იმის შესასწავლად, რა ურთიერთკავშირი არსებობს ანგარიშგების სხვადასხვა ელემენტს შორის. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების ამსახველ მაჩვენებლებს უდარებენ დარგობრივ ნორმებსა და კონკურენტი კომპანიების შედეგებს, ასევე ადარებენ დადგენილ სტანდარტებთან. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის სწრაფად შეფასების საშუალებას იძლევა კოეფიციენტების გამოყენება. Read the rest of this entry »
Viewed 2142 times by 1114 viewers
ძირტკბილა – პერსპექტიული ბიზნეს-მიმართულება კახეთის ნახევრადუდაბნოებისა და მლაშობებისათვის
Liquorice – a perspective business tendency for Kakheti region semi-deserts and saline soils
There are large stocks of Licorice in Georgia.
Licorice is being studied in Georgia for over 20 years by MTVi specialists (Mrs Lali Dateshidze managed group)
Foreign companies that are interested in infrastructural issues on Licorice collecting an distributing may address us for consultation on the e-mail address: mpifarm@gmail.com; Please note in the subject field Consultation on Licorice and make your questions clear (the consultation service is charged).
ძირტკბილა ერთ-ერთი იმ მცენარეთაგანია, რომელსაც შეუძლია მინიმალური ინვესტიციით საქართველოს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს. ამ მცენარეზე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნილება. საქართველოსთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ერთ-ერთი იაპონური ფირმა ამ მცენარის დიდი პარტიებით შეძენაზე. სავარაუდოა, უახლოეს ხანებში შემოვა ამერიკული და ჩინური ფირმები, რომლებსაც სურთ ამ მცენარის შესყიდვა და უახლოეს 1-2 წელიწადში შეიქმნება შესყიდვაზე რეალურ კონკურენცია. ამდენად, ვინც ამ საქმით დროულად დაკავდება, ბიზნესის მოწინავე რიგებში აღმოჩნდება.
მცენარე მრავლად ხარობს საქართველოს ნახევრად უდაბნოებში, დამლაშებულ ადგილებში, საძოვრებზე და ა.შ. მისი მოშენებისა და ნედლეულის დამზადების წესები რთული არაა. Read the rest of this entry »
Viewed 49457 times by 15292 viewers

ბიზნესის სხვადასხვა სახეები მოითხოვენ ბიზნეს გეგმაში სრულიად განსხვავებული ინფორმაციის ასახვას. შეადარეთ მაგ., თვითმფრინავის ახალი მოდელის შემუშავება და წარმოებაში ჩაშვება პატარა კერძო სილამაზის სალონის ორგანიზებასთან. ორივე შემთხვევაში პროექტის ავტორებმა შეიძლება მიმართონ კომერციულ ბანკს. რა განსხვავებული კონკრეტული ფორმები უნდა შეივსოს ბიზნეს გეგმაში ამ შემთხვევაში? ვინ უნდა განსაზღვროს ეს? – რა თქმა უნდა თვით კომერციულმა ბანკმა. მათმა სპეციალისტებმა პროექტის რეალიზაციის ინიციატორთაგან უნდა მოითხოვონ იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მოცემული პროექტის ფინანსირების შემთხვევაში ბანკის სარგებელის და ყველა ძირითადი რისკ-ფაქტორის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
სხვა ყველაზე ხშირი შეცდომაა – არასწორი გაგება იმისა, თუ ბიზნეს-გეგმის რომელი ასპექტებია განმსაზღვრელი. ჩვეულებრივ, დიდი ძალისხმევა იხარჯება “ფინანსური გეგმის”, “პროექტის ეფექტურობის ანალიზის” თავების შედგენაზე, მაგრამ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა პროდუქციის (მომსახურების) ბაზრის ანალიზს და კონკურენტუნარიანობის დასაბუთებას. თუ მომავალ პროდუქციაზე მოთხოვნილების შეფასება გადამეტებულია, ასეთი კი ხშირად გვხვდება, მაშინ ფინანსური გეგმის და ეფექტურობის ანალიზის ფასი ნულის ტოლია.
სერიოზული და გავრცელებული შეცდომაა ჩატარებული მარკეტინგული კვლევების დაბალი ხარისხი.
რა არის შეცდომების მიზეზი?
ის რამდენიმეა, ამასთან, როგორც წესი, ერთდროულად გვხვდება.
პირველ რიგში, ის რომ მარკეტინგული ნაწილის შემუშავება მიენდობა ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც ამ დარგში სპეციალური მომზადება არ გააჩნიათ ისინი იღებენ არსებულ სახელმძღვანელოებს და მათი მიხედვით “აცხობენ” კვლევებს. ამასთან არც მათ და არც იმათ, ვინც ეს დაავალა, არ ძალუძთ მისი ობიექტური შეფასება.
მეორეც, ეს ადამიანები, როგორც წესი, ვერ ასწრებენ იმაში გარკვევას თუ რა იწოდება მარკეტინგად. მათთვის ძნელი გასაგებია, რომ მარკეტინგი ჯერჯერობით არის არა გამართული თეორია, არამედ რაღაც დაგროვილი ცოდნის ჯამი, გადმოცემული წიგნებში, რომელთა ავტორებმა მიაღწიეს რა კარგ შედეგებს ბიზნესში და დააგროვეს საკუთარი ემპირიული გამოცდილება, ცდილობენ საკუთარი პრაქტიკული ხედვა გადმოსცენ თეორიული პოსტულატების სახით. ამიტომ ხშირად, ამ წიგნების წაკითხვის შემდგომ იკარგება მარკეტინგის მხრივ რაიმეს გაგებისა და კეთების უნარი.
მესამე, ნორმალურად მომუშავე კომპანიაში მარკეტინგი, ეს არა იმდენად ცალკეული სპეციალისტის მზრუნველობის საგანია, რამდენადაც გარკვეული, მათ შორის კომპანიის მთელი საკადრო პოტენციალის, ძალისხმევის გაერთიანების შედეგი. ნორმალურად ითვლება, რომ ყოველი სპეციალისტი, ვისაც კონკურენტების ან მათი პროდუქციის შესახებ რაიმე სასარგებლო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა აქვს, ცდილობს თავისი კომპანიის მარკეტინგული მონაცემების ბაზაში მის შეტანას.
მეოთხეა, გეგმიურ ეკონომიკაში საქმიანობისას მიღებული სავალალო გამოცდილება და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შესახებ ობიექტური, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში მიღებული წარმოდგენების არქონა.
მაგრამ, ყველაზე სახიფათო შეცდომაა, როცა არ ესმით ინვესტორების ან კრედიტორების ინტერესები და მათი ფსიქოლოგია.
სოციოლოგიური გამოკითხვა
…
Viewed 2258 times by 796 viewers


